ეკა ბესელიას სასამართლოში დაკითხავენ

 ეკა ბესელიას სასამართლოში დაკითხავენფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პარლამენტის წევრს ეკა ბესელიას დაკითხავენ. ბესელია 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

როგორც ცნობილია, ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო.

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები კონტრდაზვერვის ყოფილი ჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ასევე გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე მუხაძე არიან.

დევნოზაშვილს ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ხოლო მუხაძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.