ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარი

 ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარიდიდუბის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე, იმ შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 15-მდე მაღაზიაა დამწვარი.
ირმა ზავრადაშვილი დამწვარ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
– ვიზუალურად რასაც შევხედე, სადამდეც შემიშვეს, დამწვარია 15 მაღაზიამდე. ძირითადად შუშებია ჩამტვრეული და წყალია ჩამოსული.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოხერხდება, – განაცხადა ზავრადაშვილმა და აღნიშნა, რომ ძირითადად დამწვარია საბურავები.
ელიავას ბაზრობის დამწვარი ტერიტორია შემოღობილი აქვს პოლიციას და იქ არავის უშვებენ. ასევე ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და დაზარალებული მოვაჭრეები.