ელისო კილაძე: “ხელისუფლებაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ჩემი შვილი”

ელისო კილაძე: "ხელისუფლებაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ჩემი შვილი"ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ მის შვილს წაყენებული მუხლით გათვალისწინებულ უმაღლეს სასჯელს შეუფარდებენ.
გაზეთ “ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის შვილს დავით ხარშილაძეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულს დაკითხავენ. ამის შემდეგაც უკვე დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.ელისო კილაძე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ანალოგიური ბრალდებით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რამდენიმე პირი მოსამართლემ გაამართლა, ის დავით ხარშილაძის გამართლებას არ ელოდება.

კილაძე მომხდარს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

– მე ვიცი, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ჩემი შვილი. გადაწყვეტილია, რომ ან 9 ან 12 წელი მიუსაჯონ მას. ბრძოლა გრძელდება, გაგრძელდება ყველა ინსტანციის სასამართლოში. მათ შორის ჩვენ უკვე ვასაჩივრებთ უკანონო პატიმრობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარემ საქმეზე უკანონო დაკავების ნაწილში, სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა.