გიორგი ფანცულაია – ”შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა”

გიორგი ფანცულაია - ”შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა”ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, შორენა თეთრუაშვილმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.
ადვოკატის თქმით, საქმის პროკურორი ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ რეალობიდან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამიტომ არის სასამართლო პროცესი დახურული, რომ მათ არ სურთ, რეალური ინფორმაცია გაიგოს საზოგადოებამ.

ადვოკატი ფანცულაია:

– პატივცემული პროკურორი არ შეეხო იმას, შორენა თეთრუაშვილმა აბსოლუტურად ვერანაირად ვერ დაადასტურა და არც შეეცადა დაედასტურებინა, რომ გიორგი მამალაძეს რაიმე ანგარების მოტივი ექნებოდა მისი მკვლელობის. ასევე, მან პირდაპირ და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა საბაბი, ის მოეკლა. ასევე, კითხვაზე, თუ იცოდა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა მის მკვლელობას, მან თქვა, რომ მე არ ვიციო.

კიდევ ერთი კითხვა, თქვენ მიირთმევდით თუ არა ტკბილს და შაქარს? ეს ფრაზა ვიდეოდანაა, სადაც საუბარი იყო რომ იმ ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა, ვინც ტკბილს არ ჭამდა – თეთრუაშვილმა თქვა, რომ მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ყველა ჯანმრთელი ადამიანი.

ამით დასტურდება, რომ ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზები შორენას არ განეკუთვნება.

ჩვენ შევეკითხეთ, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით დეკანოზთან რაიმე სათხოვარი თუ ჰქონდა. მან ნაწილობრივ დაადასტურა, რომ უკრაინიდან ხელნაწერების ჩატანა სთხოვა, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით თხოვნა უარყო, რაზეც დეკანოზი მის ჩვენებაში საუბრობდა.