გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამა 57 წლის იყო, შვილი კი 6-ის. შვილის ცხედარი ნაპოვნია, მამის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.

