ირაკლი კორძაია: “ხარძიანის მკვლელობის უკან ხელისუფლება იდგა”

ირაკლი კორძაია: "ხარძიანის მკვლელობის უკან ხელისუფლება იდგა"სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის უკან ხელისუფლება იდგა.

– დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის უკან ხელისუფლება იდგა. ჩემს მოსაზრებას ასაზრდოებს ის, რომ 2 წელზე მეტი გავიდა და საქმე არ გაიხსნა, არ მოითხოვეს გია უდესიანის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაცემა, – განაცხადა ირაკლი კორძაიამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენები დღესაც იგრძნობა.

გია უდესიანს მკვლელობაში მოკლულის ოჯახი ადანაშაულებს.

ბესო ხარძიანი თბილისში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. ბრალდება დაუსწრებლად წარდგენილი აქვთ ოლეგ დოევს და ალექსანდრე გურბანოვს, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან.

ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს. მან საქართველოს დატოვების ერთ-ერთ მიზეზად თვალთვალი დაასახელა.

imedinews.ge