ივნისში ლარში გაცემული სესხები 285.8 მილიონით გაიზარდა

ეროვნული ბანკი გასული თვის მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.9 მილიონი ლარით, 440.0 მილიონ ლარამდე შემცირდა. ვადაგადაცილებული სესხების 42% ეროვნულ ვალუტაშია გაცემული.

დოლარიზაციის მაჩვენებელი 1%-ით არის შემცირებული.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 3.8%-ით, 285.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.91 მილიარდი ლარი შეადგინა.

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0.3 %-ით, 14.0 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4.70 მილიარდი დოლარი შეადგინა.