ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, სწრაფი კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე სცემეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, უცხო ქვენის მოქალაქემ, კვების ობიექტის სიახლოვეს აღმართულ ჯვართან მოშარდა.
ინცინდენტს ახალგაზრდები შეესწრნენ, რომლებმაც მოქალაქე სცემეს და გარკვეული თანხა წაართვეს.
მოქალაქის ცემისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა, თუმცა სამი არასრულწლოვანი მალევე გაათავისუფლა. მოქალაქე ბესო გელაშვილი კი მეოთხე დღეა პატიმრობაში იმყოფება.
„ნიუპოსტი“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით მომხდარზე გამოძიება ცემისა და ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

