ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდახარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკნიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობაზე ინციდენტი მოხდა, გვირაბის ნაწილი ჩამოიგრა, ნანგრევებში ორი მუშა მოყვა.

როგორც ცნობილია ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ამ დროისათვის ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავთ.