ოჯახი მთავრობას დახმარებას თხოვს
ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ხელისუფლებას დახმარებას თხოვს.
როგორც სპორტსმენის დედა აცხადებს, მისი შვილის ანგარიშზე არსებული თანხები დაყადაღებულია რის გამოც ადვოკატებისათვის ფულის გადახდას ვერ ახერხებენ და სწორედ ამის გამო ადვოკატმა სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს.
– მე არ შემომხმიანებია ხელისუფლება, არაფერი არ უთქვამთ ჩემთვის ერთადერთი ფედერაციის უფროსი შემეხმიანა და მითხრა, რომ ჩვენი სახლით არ გამოდის და ჩვენ არ ვაფინანსებთო, – განაცხადა ხურციძის დედამ.

