კვარიათში ავტომობილი ზღვაში გადავარდა

კვარიათში ავტომობილი ზღვაში გადავარდაკვარიათში მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთივე პირის ზღვიდან ამოყვანა შეძლეს ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიუპოსტი