დაახლოებით ნახევარი საათის წინ, მდინარე ენგურში, სოფელ ორსანტიაში 16 წლის ლევან კვანწიანი დაიხრჩო.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა ბიჭი მეგობრებთან და ბიძასთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ. მათი თქმით, გარდაცვლილმა ცურვა არ იცოდა.
ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.

