მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი ციანიდის საქმეზე დღეს დაიკითხებიან

მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი ციანიდის საქმეზე დღეს დაიკითხებიანციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა მოხდება.საპატრიქროში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, ასევე პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაიკითხებიან. დღესვე იგეგმება დაცვის მხარის მოწმის, ყოფილი სამართალდამცავის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვაც.

წინა სხდომებზე სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორემ.

სასამართლო სხდომები დახურულია.

ნიუპოსტი