მიხეილ რამიშვილი – ”მეუფე იაკობმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა… მას ჩემთან პრეტენზიები აქვს”

მიხეილ რამიშვილი - ”მეუფე იაკობმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა... მას ჩემთან პრეტენზიები აქვს”ციანიდის საქმეზე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეოფე იაკობის დაკითხვა დასრულდა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მას კითხვები დაუსვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც, თუმცა რა კითხვები ჰქონდა ბრალდებულს, მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მეუფე იაკობს მის მიმართ პრეტენზიული კითხვები აქვს.

ამის შესახებ რამიშვილმა ქორეპისკოპოსის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარემ მეუფე იაკობს ძალიან ბევრი კითხვა დაუსვა, თუმცა ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.
– კონკრეტულ კითხვებზე არანაირ პასუხს არ სცემდა, რომელიც, ვთქვათ, გასაგები იქნებოდა. ზოგადი ფრაზირებით იყო შემოფარგლული. უბრალოდ მისი განმარტებით, ის ელოდება სასამართლოს დამთავრებას და როგორც აღმოჩნდა ჩემ მიმართ აქვს გარკვეული პრეტენზიული კითხვები. რა კითხვები აქვს, ამას სასამართლოს დასრულების შემდეგ გავარკვევთ, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ინტერპრესნიუსი