თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე სახანძრო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნიუპოსტს” ადგილიდან აცნობეს, რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსის სალონში ცეცხლი გაჩნდა.
ცეცხლი სახანძრო ბრიგადების მისვლამდე საკუთარი ძალებით ჩააქრეს, თუმცა მეხანძრეებმა უსაფრთხოების მიზნით სალიკვიდაციო სამუშაოები მაინც ჩააატარეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

