ოთარ კახიძე შსს-ში დაიბარეს

ოთარ კახიძე შსს-ში დაიბარესდეპუტატი ოთარ კახიძე დღეს შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ძველი თბილისის სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დაიწყო.
მათი თქმით, გამოკითხვის შედეგად, შედგება სამართლებრივი ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინება.
ოთარ კახიძის გამოკითხვა დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრი, 23 ივლისის აქციაზე იარაღით იმყოფებოდა.

ფაქტს, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. მესამე სექტორის განმარტებით, მართალია კახიძე პარლამენტის წევრია და იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა მარშის მიმდინარეობისას, იარაღის თან ქონის უფლება არ ჰქონდა.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

ნიუპოსტი