ფოთი მერი: „კითხვა ჩნდება, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები“

ფოთი მერი: „კითხვა ჩნდება, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები“ ფოთის სავაჭრო ცენტრში 70-მდე მაღაზია დაიწვა. მაღაზიების მოვაჭრეთა ნაწილმა საკუთარი პროდუქციის გატანა შეძლო, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილზე ფოთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს:

– იწვის ყველაზე ძვირადღირებული საქონელი სადაც იყო, ის ადგილი და მე მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე და ალბათ, დაადგენენ ამას ყველაფერს, – აცხადებს ფოთის მერი, ირაკლი კაკულია.