პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1.672 მძღოლი დააჯარიმა

პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1.672 მძღოლი დააჯარიმამართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მობილურზე საუბრის ფაქტებმა რადიკალურად იკლო. როგორც „ინტერპრენიუსს“ შსს-დან აცნობეს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტებმა, 1-დან 7 ივლისის ჩათვლით 1.769-ით იკლო.

კერძოდ, ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ საპატრულო პოლიციამ მობილურზე საუბრისთვის 1.672 მძღოლი დააჯარიმა. კანონმდებლობის თანახმად ავტომანქანით გადაადგილებისას მობილურზე საუბრისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე 15 ქულა აკლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-დან 7 ივლისის ჩათვლით დაფიქსირებული მონაცემები, 24-30 ივნისს დაფიქსირებულ სამართალდარღვევების რაოდენობას შეადარა. ამ მაჩვენებლების თანახმად, 100- ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მობილურით კომუნიკაციისთვის 3.441 ჯარიმა დაიწერა.