ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით „რუსთავი 2“-თან არააქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. ქუმსიშვილის თქმით ის დარწმუნებულია, რომ რ2-თან გადასახადის გადახდის გონივრულ გრაფიკზე შეთანხმება მიღწეული იქნება:
– მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტული გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ, ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობა არის, ზოგადად, ეკონომიკის განვითარება, მათ შორის და ეკონომიკური ბლოკი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2”-ს, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ “რუსთავი 2”-თან იქნება მიღწეული გონივრული გრაფიკი გადასახადის გადახდის, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნიუპოსტი

