რობერტ ახალაია – ”შემეძლო დანა გადამეგდო ზღვაში, თუმცა არ გადავაგდე და ჩავბარდი პოლიციელებს”

რობერტ ახალაია - ”შემეძლო დანა გადამეგდო ზღვაში, თუმცა არ გადავაგდე და ჩავბარდი პოლიციელებს”საქალაქო სასამართლოში 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას პროცესი მიმდინარეობს. როგორც ახალაიამ სასამართლოზე განაცხადა, ის ფოთში ზღვაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდნენ სამართალდამცველები და განუცხადეს, რომ პოლიციაში იბარებდნენ.
– შემეძლო დანა გადამეგდო ზღვაში, თუმცა არ გადავაგდე და ჩავბარდი პოლიციელებს თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ზღვაზე ვიყავი, როდესაც მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ განყოფილებაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი, – განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს 19 წლის ანა ხელაძე თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი რობერტ ახალაია დააკავეს.

ნიუპოსტი