რუს ტურისტებზე თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა. აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო შს სამინისტრო იუწყება.
– დანაშაულის ჩადენაში მეორე ეჭვმიტანილი იძულებული გახდა ჩაბარებულიყო აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. 12 ივლისს დაკავებულ იქნა გუდაუთის რაიონის მცხოვრები, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროში.
11 ივლისს გუდაუთის რაიონში ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა რუს ტურისტებს, კაბანოვების ოჯახს. თავდასხმის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

