რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდარუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.