რუსთავის მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტი “პირველს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

