სამართალდამცველებმა 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სამართალდამცველებმა 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავესუზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.