სექსუალური ძალადობა თუ ვიდეოთამაში? – 19 წლის ანა ხელაძის შემზარავი მკვლელობის დეტალები

სექსუალური ძალადობა თუ ვიდეოთამაში? - 19 წლის ანა ხელაძის შემზარავი მკვლელობის დეტალებითბილისში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობამ საზოგადოება და 19 წლის ანა ხელაძის ახლობლები შეძრა. სასტიკად მოკლული გოგონას მეგობრებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ 22 წლის რობერტ ახალაიამ საკუთარ მამიდაშვილს ყელი გამოჭრა.

შს სამინისტროში “ნიუპოსტს” გუშინვე განუცხადეს, რომ 19 წლის გოგოს მკვლელობის საქმე გახსნილია. ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პირი, მოკლულის ბიძაშვილი, სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნიუპოსტი“ შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა, მეზობლები ბრალდებულს ჩაკეტილ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ რობერტ ახალაიას ახლო ნათესავთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

უზნაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებემნ, რომ ახალგაზრდებს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.

მკვლელობის დღეს 22 წლის ბრალდებულს, რომელმაც პროფესიით იურისტია გამოცდა ჰქონდა. ბიძაშვილ-მამიდაშვილს ლექტორებიც დადებითად ახასიათებენ.

ორივე მათგანი ფოთიდან თბილისში სწორედ უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ.

ორივე მათგანი ნათესავთან – აზა ახალაიასთან ცხოვრობდა, რომელიც მეზობლების თქმით, 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.

შემზარავი დანაშაულის მოტივის შესახებ შს სამინისტრო ამ დრომდე არ საუბრობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, პასუხები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„ნიუპოსტს“ კი რობერტ ახალაიას ახლობლები კიდევ უფრო შემზარავ ვერსიას უყვებიან. მათი ინფორმაციით, თავიდან ახალაიამ სამართალდამცავებს უთხრა, რომ მკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა, რაც ვიდეო თამაშის შედეგად „აღიგზნო“. მეორე ვერსიით, მკვლელობამდე ახალაიამ საკუთარ ნათესავზე სექსუალურად იძალადა.

დაკავებულის ახლობელი ირწმუნება, რომ ახალგაზრდამ მსხვერპლის გაუპატიურების ფაქტი სამართალდამცავებთან აღიარა.

– საშინელებათა ფილმს ვუყურე, მისი ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და მკვლელობაც ამის გამო ჩავიდინეო. რამდენიმე წუთში კი მან ჩვენება შეცვალა და, ჩემი ინფორმაციით, გაუპატიურება აღიარა. ამ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ანა ნახევრადშიშველი დახვდათ. გოგონას დაზიანებები ხელის მიდამოში აღენიშნება, – განაცხადა მოკლულისა და ბრალდებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადამოწმებას შს სამინისტროში შეეცადა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უწყება დამატებით კითხვებს არ პასუხობს.

ხელაძის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

ნიუპოსტი