”შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის არ უთხოვია არც გველის შხამი და არც ციანიდი” – შორენა თეთრუაშვილი დღეს დაიკითხა

”შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის არ უთხოვია არც გველის შხამი და არც ციანიდი” - შორენა თეთრუაშვილი დღეს დაიკითხაცოტა ხნის წინ დასრულდა ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა.

ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.
ამის შესახებ გუბელაძემ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
– დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას, – განაცხადა გუბელაძემ.
მისივე თქმით, ჩვენების მიხედვით, ჟურნალისტებს შორის იყო ირაკლი მამალაძეც.

– იყვნენ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს,- განაცხადა გუბელაძემ.

შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ პატრიარქთან ის თავად მივიდა და აცნობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა ისეთი თანამდებობა, რომელიც აძლევდა უფლებამოსილებას, სხვადასხვა პირებთან საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე ურთიერთობა ჰქონოდა, რის შემდეგაც გიორგი მამალაძის დაქვეითება მოხდა.
პროკურორის აზრით, სწორედ ეს ფაქტი იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ის მისი კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი პირი იყო.

”შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის არ უთხოვია არც გველის შხამი და არც ციანიდი” - შორენა თეთრუაშვილი დღეს დაიკითხაზვიად გუბელაძე:

– შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ.

შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, „თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო“, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა.

ინტერპრესნიუსი