ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავების სპეცოპერაციები თბილისსა და რუსთავში ჩატარდა.
– ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის მიერ თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით”, – აცხადებენ შსს-ში.

