“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დილის 6 საათზე, ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა. როგორც ,,ნიუპოსტს” თვითმხილველმა განუცხადა, საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსის მაცხოვრებლემა დაგდებული მამაკაცი შენიშნეს.
– ძლიერი დაცემის ხმამ გაგვაღვიძა, რომ გამოვედით, ბიჭი ძირს ეგდო, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში, როგორც ,,ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

