“ტარას შავშიშვილმა არ დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისთვის ოდესმე უთხოვია ან გადაუცია ციანიდი”- ადვოკატი

"ტარას შავშიშვილმა არ დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისთვის ოდესმე უთხოვია ან გადაუცია ციანიდი"- ადვოკატიტარას შავშიშვილის ადვოკატი ეკა ლომიძე ადასტურებს, რომ ციანიდის საქმეზე შავიშვილი სასამართლოს წინაშე გამოკითხეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი ბდაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას „ციანიდის“ საკითხზე არასდროს უსაუბრია დეკანოზთან და მისთვის ნივთიერება არ გადაუცია.

– შავშიშვილმა კიდევ ერთხელ არ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს მისთვის ოდესმე უთხოვია ან გადაუცია ციანიდი. მსგავსი ინფორმაცია მან რა თქმა უნდა, არ დაადასტურა. ასევე იყი კითხვები იმასთან დაკავშირებით, მიუღია თუ არა მას მონაწილეობა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში, რაზეც ასევე მიიღო გამოძიებამ პასუხი, რომ მას არ მიუღია მსგავსი სტატიების მომზადებაში მონაწილეობა, – განაცხადა ადვოკატმა.

ეკა ლომიძის ინფორმაციით, შავშიშვილმა შეხვედრისას მამალაძეს ღვინო და სასულიერო პირის დამადასტურებელი ბარათი გადასცა.

ადვოკატი გამოძიებას მოქმეზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ლომიძე აცხადებს, რომ დღევანდელმა მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ შორენა თეთრუაშვილი მამალაძის კარიერული წინსვლისთვის ხელისშემშლელი ვერ იქნებოდა.

ნიუპოსტი