თათია დოლიძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

თათია დოლიძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებათათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.