თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, სოფელ კოდასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გზაზე ქვეითად მიმავალ 45 წლამდე ასაკის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მძღოლის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

