თბილისის უბნებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე ვაკე დომინირებს, რომელსაც საბურთალო და სამგორი მოსდევსსამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამას ბაზრის ყოველწლიური მიმოხილვაც ადასტურებს. კვლევითმა ინსტიტუტმა „აისეტმა“ ქართული სამშენებლო სექტორი ძირეულად შეისწავლა. ამ კვლევის შედეგებზე „აისეტის“ მკვლევარ ოლგა აჟგიბეცევას ვესაუბრეთ:
– ბოლო წლების მონაცემებით, რა წვლილი შეაქვს სამშენებლო სექტორს ჩვენს ეკონომიკაში?
– ეს მართლაც მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში: 2016 წელს, სამშენებლო სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8% -ს გაუტოლდა. რეგიონების მიხედვით ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ასე გამოიყურება: აჭარა – 15%; თბილისი – 11%; შიდა ქართლი – 6%; ქვემო ქართლი – 3%; სამცხე – ჯავახეთი – 3%; გურია – 3%; სამეგრელო – 2%, იმერეთი – 3% და კახეთი – 2%. 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1 %-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა.
პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქ-სირდა, თვეებს შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მარტი – ამ თვეში სულ 3 360 ტრანზაქცია განხორციელდა.
– როგორია საშუალო ფასები უბნების მიხედვით თბილისსა და სხვა ქალაქებში?
– ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი თბილისის უბნების მიხედვით 2017 წლის პირველ კვარტალში ასე გამოიყურება: მთაწმინდა – 1061 დოლარი, ვაკე – 999 დოლარი, საბურთალო – 894 დოლარი. ყველაზე იაფი 1 კვ. მეტრი ფართობი არის გლდანში – 553 დოლარი, ნაძალადევში 1 კვ.მ. ფართობი 583 დოლარი ღირს, ხოლო სამგორში – 597 დოლარი. მთლიანობაში, თბილისში, 1 კვ. მ. ფართობის საშუალო ფასი 866 დოლარია. 2017 წლის პირველ კვარტალში კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად, როგორც გაყიდვის სა-შუალო ფასის, ისე ქირის საშუალო ფასის მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი – 553 აშშ დოლარი, ხოლო ქირის ფასის მიხედვით, გლდანი – 4.27 აშშ დოლარი. 1 კვ.მ. კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 010 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 9.83 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
-რა მდგომარეობაა ამ მხრივ ბათუმში და სხვა დიდ ქალაქებში?
-ბათუმში 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა ა.წ. პირველ კვარტალში 720 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება ქუთაისის იმავე მაჩვენებელს (354 აშშ დოლარი). 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი ბათუმში 12.6%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისში – 11.7%-ით გაიზარდა.
-თბილისის რომელ უბნებშია ბინებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი?
-იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნას გაყიდვების მოცულობით შევაფასებთ, დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე ვაკე დომინირებს, ამ უბანს მოსდევს საბურთალო და სამგორი – ბოლო წლებში ამ უბნებზე ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი გაყიდვა ვაკეში დაფიქსირდა, ყველაზე მცირე კი, ჩუღურეთში – 4% და დიდუბეში – 7%. გარდა თბილისისა, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქონების გაყიდვებში მაღალი წილით გამოირჩევა კახეთი (10.7%) და აჭარა (10.2%).
ბიპიენი

