თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
“პირველს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
pia.ge

