თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს, ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

