თბილისში დაკავებული მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ კავშირს აღიარებს

თბილისში დაკავებული მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ კავშირს აღიარებსთბილისში დაკავებული 42 წლის მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ერთი კვირის წინ შს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. არსებული ინფორმაციით გ.ვ. ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა.

ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელსაც საქმის მასალებთან შეხება ჰქონდა, აცხადებს, რომ გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს 15-მდე მოზარდი, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებთანაც დაკავებულს სექსუალური კავშირი ჰქონდა. ასევე, ამოღებულია 30-ზე მეტი სატელეფონო კავშირი სავარაუდო მსხვერპლებთან, თუმცა დაკავებული გ.ვ. ირწმუნება, რომ მას 100-ზე მეტ მოზარდ ბიჭთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. რომელთა ასაკიც 14-დან 16 წლამდეა.

„პრაიმტაიმისთვის“ არაოფიციალურად ხდება ცნობილი საქმის დეტალები. კერძოდ, 42 წლის მამაკაცი დანაშაულს ძირითადად თბილისის სხვადასხვა უბნებში სჩადიოდა. მისი სამიზნე სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ. ის არასრულწლოვან მოზარდებს უახლოვდებოდა და მათ ფულისა და ფასიანი საჩუქრების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა.

ბავშვებთან სექსუალურ აქტს ის სკვერებში, სადარბაზოებსა და ლიფტებში ამყარებდა. მსხვერპლთა უმრავლესობასთან კი კავშირს არ წყვეტდა და მათთან პერიოდულად ამყარებდა გაუკუღმართებული და ორალური გზით სექსუალურ აქტს.

ჩვენთვის ცნობილი ხდება ერთ-ერთი ასეთი ისტორია, რომელიც საქმის მასალებში დევს. 42 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირის დამყარების სანაცვლოდ კომუნალური გადასახადები დაუფარა მსხვერპლს.

საუბარია 15 წლის მოზარდ ბიჭზე, რომელმაც ამ შემოთავაზების სანაცვლოდ პედოფილს სექსუალური მომსახურება გაუწია. აღნიშნული პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე და 141-ე მუხლებით.

primetime.ge