თელავში ახალგაზრდა კაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თელავში ახალგაზრდა კაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალათელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები ახალგაზრდა კაცი გამთენიისას ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ გარდაცვლილის ბებია იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, მისმა ყვირილმა გამოაღვიძათ და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.