ხმაური იყო თერჯოლაში,კლინიკა „თერჯოლამედში“, სადაც ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ანა კაპანაძე საღამოს ათ საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს და მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს.
ისინი მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. დაცვა ამბობს,რომ ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.
imedinews.ge

