სამშენებლო კომპანია “არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქის გარეუბნებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ძველ თბილისში. ამის შესახებ აბულაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
– ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის თექვსმეტსართულიანი ავარიული სახლები, რომლებიც თუნდაც ვარკეთილსა და ვაზისუბანშია. იმის გამო, რომ ეს ფუნდამენტურად მაღალი სახლებია, მათი ჩამოშლა ძალიან მასობრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს, – განაცხადა აბულაძემ.
რაც შეეხება ძველი თბილისის განვითარებას, დეველოპერის აზრით, აქ ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, ვიდრე ავარიული სახლების ჩანაცვლება.
– არ მგონია, რომ აპელირება უნდა გავაკეთოთ ავარიულობაზე. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ძველი თბილისი, ძველ თბილისში ჩვენ უნდა შევუშვათ ეკონომიკა – სასტუმროები, მწვანე არეალების მოწყობა და ა.შ. ეს სტრატეგიული საკითხია და როგორც ვიცი, თბილისის განვითარების ფონდი ამაზე მუშაობს. ძალიან ფაქიზად უნდა მივუდგეთ ძველ თბილისს. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა აბულაძემ.

ბიზნესმედია