თურქეთში 3 ქართველი დააკავეს

თურქეთში 3 ქართველი დააკავესთურქეთის პოლიციამ, იალოვას რეგიონში, ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა.

ეჭვმიტანილები მანქანით გადაადგილდებოდნენ, რომლის გაჩერებაც პოლიციამ სცადა, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ავტომობილი მცირეხნიანი დევნის შემდეგ გააჩერეს. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და კომპიუტერები ამოიღო.

ნიუპოსტი