12 აგვისტოდან 13 აგვისტოს დილამდე მეტეორების წვიმას იხილავთ

12 აგვისტოდან 13 აგვისტოს დილამდე მეტეორების წვიმას იხილავთ12 აგვისტოს საღამოს და კვირა დილას დედამიწის მოსახლეობა უჩვეულო და ლამაზი მოვლენის შემსწერე გახდება – მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაძლებელი იქნება ინტენსიური მეტეორების წვიმის დანახვა – დედამიწის ატმოსფეროში საათში 150-მდე მეტეორიტი შემოვა და დაიწვება.

იმისთვის, რომ ამ მოვლენას დააკვირდეთ ერთადერთი რამ არის საჭირო – უღრუბლო, მოწმენდილი ცა.

ეს ნაკადი ყველაზე აქტიური 12 აგვისტოს 18 საათიდან, 13 აგვისტოს 6:30 საათამდე იქნება. ამ დროს იდეალურ მეტეოროლოგიურ პირობებში წუთში 2-3 მეტეორის დანახვა შეგეძლებათ. ასტრონომები გვარწმუნებენ, რომ ეს ულამაზესი სანახაობა.

ნიუპოსტი