ადვოკატი თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძისა და მისი თანამშრომლისთვის, ანა მენთეშაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულ ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უკანანონო გადაწყვეტილება მიიღო, რაც შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდებაა.
რაც შეეხება ზურაბ ნეფარიძის შვილის ჩვენებას, სადაც პროკურატურის მტკიცებით შვილი მიუთითებს, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების ფატზე ინფორმირებული იყო, ადვოკატის განმარტებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი ჩვენება არც ფიგურირებს.
– ’სისხლის სამართლის საქმეში ამ კატეგორიის ჩვენება შვილის მხრიდან მიცემული არ არის. პირად ვესაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანამშრომლების მხრიდან თანხები გარკვეულწილად გროვდებოდა, რაზედაც ვდაობდით და ჩვენი პოზიციებიც დავაფიქსირეთ. თუმცა, ის, რომ ეს ვინესთან იძულების წესით ხდებოდა ან ქრთამის სახით, ან ვინმე ბარათიდან თანხას იღებდა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, – განაცხადა სულხან კაპანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას ხმარდებოდა შეგროვებული თანხა, ადვოკატის განმარტებით, თანამშრომლების მიერ შეგროვებული თანხით ზურაბ ნეფარიძეს პირადად არ უსარგებლია.
მისივე განმარტებით, თანხა სხვადასხვა მიმართულებით იხარჯებოდა.
– ’აქ იყო კომუნალური გადასახადები, იყო სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ბიუროს მიერ იგეგმებოდა, ასევე იყო რაღაც ღონისძიებები, მათ შორის სკოლაში ღონისძიებები’, – განაცხადა სულხან კაპანაძემ.
საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს და მის თანამშრომელ ანა მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობაში შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.
ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.
ინტერპრესნიუსი

