ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავესდღეს ახალგორში, დღის მეორე ნახევარში, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

დაკავებამდე მეარაყიშვილმა მათ კორესპონდენტთან დაკავშირება შეძლო და განაცხადა, რომ ის გააჩერა პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა ყოველგვარი განმარტებების და დოკუმენტების წარდგენის გარეშე და განუცხადა, რომ ორდერი და განმარტებები მაშინ წარედგინებოდა, როდესაც პროკურატურაში გადაიყვანდნენ.

– პროკურატურის თანამშრომელი ალან ბიაზროვი მაკავებს, მე არ მყავს ადვოკატი, არ აკეთებენ არანაირ განმარტებას, რა ხდება ჩემს თავს. მინდა, რომ ეს ამბავი გაავრცელოთ, – განუცხადა თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზა“-ს კორესპონდენტს.

თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე ადრეც საუბრობდა. ის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში დაკითხეს „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემული კომენტარის გამო. 8 ივნისს კი სამოქალაქო აქტივისტი თვითმხილველების თვალწინ გაიტაცეს და ცხინვალში წაიყვანეს, ის მხოლოდ 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

მეარაყიშვილი რაიონის პროლემურ საკითხებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებების შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქტიურად წერს, ის რესპონდენტის სტატუსით თანამშრომლობს რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთანაც“.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების უკმაყოფილებას სწორედ ეს ფაქტი იწვევს.

ნიუპოსტი