ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ციხეში ფსიქოლოგები მუშაობენ

ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ციხეში ფსიქოლოგები მუშაობენუზნაძის ქუჩაზე მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალაიასთან ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ადვოკატის თქმით, მისი პასუხი ჯერჯერობით გამოძიებას არ მიუღია.
– ამჟამად ნორმალურად არის, არაფერი პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობის მხრივ. ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ მასთან. ასეთ სიტუაციებში ყოველთვის შედიან ხოლმე პატიმართან. მათი შეფასებით, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და ნორმალურ მდგომარეობაშია. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რა ჩაიწერება ექსპერტიზის დასკვნაში ვერ გეტყვით, – განაცხადა ახალაიას ადვოკატმა.
უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. 19 წლის ანა ხელაძის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მას დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავა. მოკლული რობერტ ახალაიას მამიდაშვილი იყო. 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი