აჭარის ტელევიზიის მთავარი იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს პროკურატურაში უჩივის

აჭარის ტელევიზიის მთავარი იურისტი მალხაზ ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს პროკურატურაში უჩივისაჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ ბოლქვაძე ტელევიზიის დირექტორ ნათია კაპანაძეს დისკრიმინაციის ბრალდებით პროკურატურაში უჩივის.

ამის შესახებ მალხაზ ბოლქვაძემ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ ნათია კაპანაძე მას სრულ იგნორირებას უკეთებდა.

მისივე თქმით, დირექტორი მას ხშირად მაღალ ტონში ელაპარაკებოდა, რომელიც ხშირად ყვირილში გადადიოდა. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

– თავიდანვე ძალიან მძიმედ აეწყო ურთიერთობა დირექტორსა და პირადად ჩემ შორის, მოსვლის დღიდანვე. ეს შემდგომ გამოვლინდა ძალიან ბევრ ფაქტში, რასაც აშკარად დისკრიმინაციული სახე ჰქონდა. ხდებოდა ჩემი სრული იგნორირება. ბოლოს უკვე სატელეფონო ზარებზე აღარ ვპასუხობდი, იმ დონემდე მივიდა მდგომარეობა. იმდენად შეუსაბამო და მაღალ ტონში იყო დირექტორის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები და უკმაყოფილება, რაც ხშირად გადადიოდა ყვირილში.

დიდხანს ვფიქრობდი, ბოლოს იძულებული გავხდი და 20 დღის წინ, 4 აგვისტოს, მე შევიტანე განცხადება დირექტორის წინააღმდეგ, დისკრიმინაციის ბრალდებით მივმართე აჭარის პროკურორს. ჩემი განცხადება მიიღეს წარმოებაში და 18 აგვისტოს განხორციელდა საქმეზე ჩემი გამოკითხვა. მე განცხადებაში მითითებული ფაქტები ჩამოვთვალე, ავხსენი ყველაფერი, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

მალხაზ ბოლქვაძე დასძენს, რომ რამდენიმე დღის წინ ნათია კაპანაძისგან წერილი მიიღო, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებას შეეხებოდა, ამის საფუძვლად კი დავალებების შეუსრულებლობა დასახელდა.

– ხერხემალი მაწუხებს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთხოვე შვებულება, შვებულებაზე მივიღე კატეგორიული უარი და არგუმენტი იყო საკადრო განყოფილების ბაზის უფროსის დეკრეტული შვებულება, 1 თებერვლიდან 31 აგვისტომდე. მე დამეკისრა საკადრო განყოფილების ბაზის საქმეები, რომელიც ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა, ბრძანების სახით მეცნობა მოგვიანებით. ამის გამო მითხრა კატეგორიული უარი. იმ პერიოდში გავხსენი ბიულეტენი, აპრილში წარმოვადგინე.

მაისის თვეში, როდესაც იგი ამერიკაში მივლინებით იქნა წასული, ვისარგებლე ამ მომენტით და მივმართე მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. მივიღე შვებულება 1 ივნისიდან 1 ივლისამდე. ამის გამო ძალიან ცუდი საუბარი ჰქონდა დირექტორს მოვალეობის შემსრულებელთან და კატეგორიულად მოითხოვა ჩემგან, რომ მე მევლო სამსახურში.

ამ დროის განმავლობაში, როცა მე იურიდიულად მქონდა შვებულება, ყოველდღე დავდიოდი სამსახურში. ივნისის შუა რიცხვებში მუხლის ნერვის ანთება დამეწყო და გადაადგილება აღარ შემეძლო და მირეკავს ტელეფონზე და ძალიან ხმამაღლა ყვირის, რომ რატომ არ ვარ სამსახურში. ვუხსნი, თუმცა მისგან პასუხი იყო რომ “არ მაინტერესებს, უნდა მოხვიდე, – განაცხადა მალხაზ ბოლქვაძემ.

იმედინიუსი