თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ნიუპოსტი

