აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 15.3- მილიონიანი ტენდერი მოიგო

აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 15.3- მილიონიანი ტენდერი მოიგოაზერბაიჯანული სააგენტო Abc-ის ცნობით, აზერბაიჯანულმა საჯარო სააქციო საზოგადოებამ “საინვესტიციო კორპორაცია Akkord Senaye Tikinti” საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანულმა კორპორაციამ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მოიგო.
“პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ტენდერის ღირებულება 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს “, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მაღალი წნევის მილსადენის და წყლის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდგენას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მოსახლეობას წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი მცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
ბიზნესმედია