ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე 17-18 წლის ბიჭები გარდაცვლილები იპოვეს.
მძიმე სურათს თბილისიდან ბათუმში, ახალგაზრდების მოსაძებნად ჩასული მშობლები შეესწრნენ.
ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები „ნიუპოსტთან“ აცხადებენ, რომ ახალგაზრდები ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. ბოლო 4 დღის განმავლობაში კი ისინი არავის უნახავს.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მხობლებიც მივიდნენ.
ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ. კარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გატეხეს. სახლში შესვლის შემდეგ კი მეზობლემბა დედის განწირული კივილი გაიგეს.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილთაგან ერთი მარტყოფიდან, ხოლო მეორე თბილისიდან იყო.
– ერთ-ერთის მამა ყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ტელეფონზე არ მპასუხობდა, თბილისში, პოლიციაში განცხადებაც დავწერე, მერე კი ბათუმში წამოვედიო. მამაკაცი ყვება, რომ როგორც კი სადარბაზოში შევედი, მძიმე სუნი ვიგრძენი, უკვე ვიცოდი, რომ ცუდი არაფერი დამხვდებოდაო, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ნიუპოსტი

