გუშინ, გვიან ღამით ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის

