ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია “რონიკოს” გამყიდველი 30 წლის ქალი ყაჩაღობის მიზნით შეჭრილმა პირმა ყელის არეში დაჭრა. იგი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

