ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია – ერთ-ერთს ყელი აქვს გამოჭრილი

ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია - ერთ-ერთს ყელი აქვს გამოჭრილი„ნიუპოსტისთვის“ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია.

როგორც რედაქციას აცნობეს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი გიორგი ხ. მომღერალი იყო, ხოლო მისი მეგობარი ზვიო ს. – პროფესიით მოდელი.

ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება. მას ყელი აქვს გამოჭრილი.

გარდაცვლილთა ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

როგორც ირკვევა, ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ ბოლო 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გ.ხ-ს გარაცვალების შესახებ „ნიუპოსტს“ მისი მეგობრებიც უდასტურებენ.